"დინებას, მხოლოდ მკვდარი თევზები მიყვებიან"
5
199
31.03.2026
მოკლე აღწერა
1939 წლის 31 მარტს, ქალაქ თბილისში დაიბადა, ქართველი მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი (1991—1992), საქართველოს ეროვნული გმირი, ზვიად გამსახურდია...
1991 წლის მაისში, პირველად საქართველოში, პირდაპირი წესით არჩევნებში, გამსახურდია, ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი რესპუბლიკაში, არჩეულ იქნა ქვეყნის პრეზიდენტად.
პრეზიდენტად არჩევის შემდეგ პრესკონფერენციაზე გამსახურდიამ განaცხადა, რომ მის პრიორიტეტებს წარმოადგენდა საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა და აღიარებისთვის ბრძოლა, იმ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაფართოება, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს 9+1 შეთანხმებას და დასავლურ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება.
ზვიად გამსახურდია, ქართველების ყველაზე საყვარელი თანამედროვე რომანისტის - კონსტანტინე გამსახურდიას შვილი, 1939 წელს დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მუშაობდა ლიტერატურის ინსტიტუტში. 1950-იანი წლებიდან ჩაერთო დისიდენტურ საქმიანობაში, ხოლო 17 წლისამ ანტი-საბჭოთა საქმიანობისთვის პირობითი 5 წლიანი სასჯელი მიიღო. მოხსენების ავტორის მტკიცებით, ბევრი ქართველი ნაციონალისტი, გამსახურდიას მერაბ კოსტავასთან ერთად განიხილავს „ქართული ნაციონალიზმის ნათლიმამად“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ზვიად გამსახურდია 60 – 70 იან წლებში ნაციონალისტური საქმიანობის გამო დაპატიმრებულა არაერთხელ პოლიციის მიერ, გათავისუფლებულა სამსახურიდან და გარიცხული იქნა საქართველოს მწერალთა კავშირიდან. გამსახურდია 1976 წელს მონაწილეობას იღებდა საქართველოს ჰელსინკის ჯგუფის ჩამოყალიბებაში. მისმა დაპატიმრებამ და შემდგომმა საჯარო მონანიებამ, სამი წლის შემდეგ, ბევრ ქართველ ნაციონალისტში მის მიმართ ეჭვი გააჩინა, თუმცა, გამსახურდია აცხადებდა, რომ ასე „ეროვნული მოძრაობის გულისთვის მოიქცა“. 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ ის 40 დღით დააკავეს.
გამსახურდიას სახელს უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, 1991 წლის 31 მარტის სახალხო კენჭისყრა და ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა. ზვიად გამსახურდია ქვეყნის ისტორიაში დარჩა როგორც ლიდერი, რომელმაც საქართველოს თავისუფლების იდეა - ეროვნულ მოძრაობად, ეროვნული მოძრაობა კი აღდგენილ დამოუკიდებლობად გარდაქმნა.
ალბათ წარმოუდგენელი იქნებოდა ამ ზოგადი და ერთი შეხედვით მშრალი ინფორმაციისთვის თან არ დაგვერთო, ზვიად გამსახურდიას ერთგული თანამებრძოლის, საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატისა და მწერლის — გურამ პეტრიაშვილის ღია მიმართვა.
"ზვიადმა და მერაბმა ეროვნული მოძრაობა რომ წამოიწყეს, მეც უყოყმანოდ, მათ გვერდით დავდექი:
რუსეთი საქართველოს ისტორიული მტერია და მეც, როგორც ყველა ნორმალური ქართველი, სამშობლოს რუსული იმპერიისაგან განთავისუფლებისთვის ვიბრძოდი!
ჩვენ მივაღწიეთ საუკუნოვან საწადელს – 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში დავამარცხეთ კომპარტია, საქართველოს ეროვნული ხელისუფლება დავუბრუნეთ და მალევე, 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე, 9 აპრილის ისტორიული აქტით, აღვადგინეთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა!
დღეს კი, ისევ რუსულ იმპერიაში მიგვათრევენ ეს თანამედროვე უსამშობლო სერგო ორჯონიკიძეები!
რუსი პატრონების დავალებით გვიკლავენ ქართულ სახელმწიფოს და საქართველოს დამოუკიდებლობას, რომლისთვისაც ჩვენ სისხლი დავღვარეთ, 9 აპრილს ჩვენი გოგო-ბიჭები სწორედ, სამშობლოს თავისუფლებისთვის დაჩეხეს რუსმა ჯალათებმა!
დღეს, ხელმეორედ კლავენ რუსების მიერ მოკლულ ზვიადს და მერაბს!
მოკლედ, ქართველი ერი ამ რუსულ რეჟიმს არ უნდა შეეპუოს!
ისევ უნდა ვიბრძოლოთ სამშობლოს თავისუფლებისათვის!
მე, 82 წლის კაცს, რომ შემეძლოს, ჩვენი ლამაზი და ლაღი ახალგაზრდების გვერდით ვიდგებოდი...
როგორ მშურს მათი კეთილი შურით, რომ მათსავით, როგორც ეროვნული მოძრაობისას, დღესაც არ შემიძლია სამშობლოს დამცველთა პირველ რიგებში ვიდგე!
თუმცა, ესეც ბუნების კანონია - ახლა მათი ჯერია სამშობლოსათვის ბრძოლისა!
მე მთელი არსებით მხარს ვუჭერ მოძმე უკრაინელ ერს, ჩვენს საერთო მტერთან რუსეთის იმპერიასთან თავისუფლებისათვის ბრძოლაში!
რადგან უკრაინის თავისუფლება და გამარჯვება - საქართველოს თავისუფლებასა და გამარჯვებას ნიშნავს!
და როგორც ზვიადი და მერაბი დაჰქუხებდნენ:
ძირს რუსეთის ძირგამომპალი იმპერია!
გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!
გურამ პეტრიაშვილი,
30 ნოემბერი, 2024 წ"
5